აღწერა
კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცულია XIX-XX საუკუნეების საზოგადო მოღვაწეთა პირადი არქივები. ცენტრში დაცულ ასზე მეტ ფონდში მრავამხრივ საინტერესო საარქივო ერთეულებს ვხვდებით, რომელთა დიდი უმრავლესობა დღემდე გამოუქვეყნებელია.
სერია ,,საარქივო მასალები“ ითვალისწინებს პირად არქივებში არსებულ შედარებით დიდი მოსულობის გამოუქვეყნებელი საარქივო ერთეულების პუბლიკაციას. სერიას ვიწყებთ შალვა ამირანაშვილის ფონდში დაცული მასალის – ,,ძველი ქართული სამოსი“ – გამოცემით.