აღწერა
დ. ზ. ბაქრაძე – 1885 წელს გამოცემული წიგნი „ვახუშტი საქართველოს
ისტორია“ („განმარტებული და შევსებული ახლად შეძენილის
არხეოლოგიურისა და ისტორიულის ცნობებით“) შედგება ორი
ძირითადი ნაწილისაგან: I. საქართველოს წესდებანი და ზნე-
ჩვეულებანი; II. ისტორია, რომელსაც ახლავს „ახალი დამატება –
შთამომავლობა საქართველოს მეფეთა და მთავართა გიორგი VIII-
მდე. ეს დამატება შთამომავლობის ხის გარდა უჩვენებს საზოგადო
ღირს-საცნობ ფაქტებს თითოეულ მეფობაში და ყველა სამღვდელო-
საერო ისტორიულ პირთა“.
წიგნს აქვს სამი წინასიტყვაობა: I. ვახუშტი ბატონიშვილის –
„განხილვა ძველი ქართლის ცხოვრების ქრონოლოგიისა“; II. მარი
ბროსეს – „ცნობა ვახუშტიზე და იმის ქარტებზე“; III. დიმიტრი
ბაქრაძის – „ქართული ისტორიის წყაროები და ძველის ქართლის
ცხოვრების ღირსება“. წიგნს დართული აქვს იმდროინდელი
საქართველოს რუკა.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.