აღწერა
“რომანის იდეა ანა პოლიტკოვსკაიას ტექსტმა შთამაგონა”
„კატა და გენერალი” – ესაა დაძაბული, ღრმა ფსიქოლოგიური რომანი დანაშაულსა და სასჯელზე, სახელმწიფოებისა და ადამიანების გონებაში მიმდინარე ბრძოლაზე, მშვიდობისა და გადარჩენისკენ სწრაფვაზე.
მის რომანში პერსონაჟთა ბედი ერთანეთზეა გადაჯაჭვული და თავს იყრიან სიყვარულისა და სიძულვილის ღერძზე. ისინი არიან კლასიკური ტრაგედიის რანგში აყვანილი მომაკვდინებელი თამაშის ნაწილი…“
ნინო ხარატიშვილი ამ წიგნში საბჭოთა იმპერიის ნანგრევებს შორის გაჩენილ პირდაღებულ უფსკრულებზე გვიყვება. გარემოზე, სადაც პერსონაჟები კლასიკური ტრაგედიისთვის დამახასიათებელი სიმძაფრით ეჯახებიან ერთმანეთს.
ნინო ხარატიშვილი უამრავი პრემიისა და ჯილდოს მფლობელი მწერალი, დრამატურგი და რეჟისორი – 1983 წელს თბილისში დაიბადა. ამჟამად ბერლინში ცხოვრობს და გერმანულად წერს. მისი რომანი „მერვე სიცოცხლე (ბრილკას)“, რომელიც რამდენიმე ათეულ ენაზეა ნათარგმნი, ბევრ ქვეყანაში იქცა ბესტსელერად და მრავალი ჯილდო მოიპოვა, მათ შორის ანა ზეგერსის, ბერტოლდ ბრეხტისა და ფრიდრიხ შილერის პრემიები. რომანი „კატა და გენერალი“ კი 2019 წლის გერმანული წიგნის პრემიის მოკლე სიაში მოხვდა.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.