Крупные выигрыши и хорошее настроение ждёт в casino Vavada! Для новых клиентов подготовлены специальные бонусы и условия – 100 бездепозитных спинов и 100% к первому депозиту. Заходи на лицензированный портал и поднимай кеш.

Skip to content Skip to sidebar Skip to footer

სამეცნიერო ბაზები

Document

წვდომა ბიბლიოთეკიდან და დისტანციურად

RemoteXs - წვდომა დისტანციურად RemoteXs - ით სარგებლობის წესები

ScienceDirect არის Elsevier-ის პლატფორმა ელექტრონული წვდომისთვის . მონაცემთა ბაზა მოიცავს 18 მილიონზე მეტ ჩანაწერს 4000-ზე მეტი აკადემიური ჟურნალიდან და 30000 სამეცნიერო ელექტრონული წიგნიდან. ჟურნალები დაჯგუფებულია ოთხ მთავარ განყოფილებად: ზუსტი მეცნიერებები და ინჟინერია; საბუნებისმეტყველო მეცნიერებები; სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებები და სამედიცინო, ჯანდაცვის მიმართულება. სტატიის სრულ ტექსტზე წვდომა შესაძლებელია PDF ან HTML ფორმატში. მანაცემთა ბაზაზე სრული წვდომა შესაძლებელია ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის კომპიუტერული ქსელიდან.

EBSCO books - აკადემიური გამოცემის წიგნები, რომელიც მოიცავს განათლების, ენათმეცნიერებისა და ლიტერატურათმცოდნეობის, რელიგიისა და სოციალური მეცნიერებების, ბიზნესისა და ეკონომიკის, ტექნოლოგიისა და ინჟინერიის, მედიცინის, ხელოვნების, სხვა მრავალ მიმართულებას. მოცემულია წიგნების 230 000-მდე მაღალკვალიფიციური გამოცემა.

EBSCOhost, Explora - სპეციალურად შექმნილია ახალგაზრდა მკვლევრებისთვის. იგი საშუალებას აძლევს მომხმარებლებს განახორციელონ საკვანძო სიტყვების ძიება ან დაათვალიერონ თემები მეცნიერების დარგების მიხედვით. სრულტექსტური პერიოდული გამოცემების, წიგნების, ბიოგრაფიებისა და ესეების გარდა, მასში შედის - სამეცნიერო ექსპერიმენტების სრული ტექსტები, სამეცნიერო ვიდეო მასალები საგანმანათლებლო გამომცემლებისგან, მაღალი ხარისხის სამეცნიერო სურათები და სხვ. მოიცავს: ბიოლოგიის, ქიმიის, მათემატიკის, ფიზიკის, დედამიწის შემსწავლელ, საბუნებისმეტყველო, გარემოსდაცვით და სამედიცინო მიმართულებების შესახებ მასალებს.

EBSCO Open Dissertations - EBSCO-ს ღია წვდომის დისერტაციები, ინსტიტუტებსა და სტუდენტებს სთავაზობს ინსტიტუციურ საცავებში დაცულ დისერტაციებსა და სამაგისტრო ნაშრომებზე ინოვაციურ წვდომას. OpenDissertations მუდმივად განახლებადი ბაზაა და მოიცავს ნაშრომებს მე-20 საუკუნის დასაწყისიდან დღემდე. ბაზა მკვლევრებს, ასევე, უზრუნველყოფს ციტირების ინდექსის ინსტრუმენტებით, რაც კვლევის ჩატარების დროს უფრო მარტივს ხდის.

Cambridge books Online - STM წიგნები საბუნებისმეტყველო, ტექნოლოგიური და სამედიცინო თემატიკით; სახელმძღვანელოები და მონოგრაფიები მათემატიკის, ფიზიკისა და ასტრონომიის, ინჟინერიის, კომპიუტერულ მეცნიერებათა, ფსიქოლოგია-ფსიქიატრიის და სხვა მიმართულებით. მოცემულია 11 500-მდე წიგნის აკადემიური გამოცემა.

JSTOR e-books - მოიცავს 67000-ზე მეტ მაღალი ხარისხის ელ-წიგნების კოლექციას 100-ზე მეტი აკადემიური გამომცემლიდან. მათ შორისაა საუნივერსიტეტო გამომცემლობა, საჯარო პოლიტიკის ორგანიზაციები და დამოუკიდებელი გამომცემლობები. მიმართულებები: ანთროპოლოგია, ხელოვნების ისტორია, განათლება, ბიზნესი, ეკონომიკა, კინომცოდნეობა, ჯანდაცვა, ისტორია, ენა და ლიტერატურა, სამართალი, მუსიკა, ფილოსოფია, პოლიტიკური მეცნიერება, რელიგია და სოციოლოგია.

Oxford Grove Art - ხელოვნებისა და არქიტექტურის მიმართულება. ვიზუალური და დეკორატიული კულტურისა და ხელოვნების ნიმუშები; ადრეული და თანამედროვე ხელოვნების მუზეუმები. მასალები ეგვიპტური, რომაული, ბერძნული, შუასაუკენეების და თანამედროვე ხელოვნების შესახებ. ფილმოგრაფია, გრაფიკული დიზაინი, ინტერიერის დიზაინი, სცენოგრაფია, სკულპტურა. მოცემულია 31 500-ზე მეტი სამეცნიერო სტატია და ინფორმაცია 8 000-ზე მეტი ხელოვნების ნიმუშის შესახებ.

Edward Elgar Publishing Journals and Development Studies e-books - ჟურნალები ჰუმანიტარი და ეკონომიკური მიმართულებით. წიგნები საჯარო და სოციალური მმართველობის, კორპორაციული მართვის, მიგრაციის, ბიზნესისა და მენეჯმენტის, ინფრასტრუქტურის განვითარების, ინტელექტუალური საკუთრების კვლევათა შესახებ. წარმოდგენილია 1300-ზე მეტი წიგნი და 20-მდე სახელწოდების ჟურნალისერიული გამოცემა.

SAGE Premier - წარმოდგენილია სამეცნიერო, მაღალრეიტინგული ჟურნალები ჰუმანიტარული და სოციალურ მეცნიერებათა, ბიოლოგიურ, სამედიცინო და საინჟინრო ტექნოლოგიური სფეროებიდან. მოცემულია 1200-ზე მეტი დასახელების, სხვადასხვა წლების გამოცემული ნომრები.

e-Duke Journals Scholarly Collection - ჟურნალების გამოცემები მოიცავს ხელოვნების, ისტორიის, კულტუროლოგიის, პედაგოგიკის, ფილოსოფიის, სოციოლოგიის, გენდერის, რელიგიის საერთაშორისო და რეგიონალური მიმართულების კვლევების მიმართულებებს.

Royal Society Journals Collection - ჟურნალები ბიოლოგიური მეცნიერებების, ფიზიკის, მათემატიკის, ინჟინერიისა და მათი მომიჯნავე დისციპლინების შესახებ.

Cambridge Journals Online - ჟურნალები ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების, ისტორია, ენათმეცნიერება, ფილოსოფია, პოლიტიკა, სამართალი, მენეჯმენტის, აგრეთვე ასტრონომია, მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ხელოვნება, მასმედია და კომუნიკაცია, გეოგრაფია და სხვა მრავალი მიმართულებით. წარმოდგენილია 530-ზე მეტი სახელწოდების ჟურნალს პერიოდული ნომრები.

Mathematical Sciences Publishers Journals - მოიცავს 17 რეფერირებად ჟურნალს მათემატიკისა და მისი მომიჯნავე დისციპლინების მიმართულებით. ძირითადი სფეროებია: სტატისტიკა, ანალიტიკა, ალგებრა, გეომეტრია, მექანიკა, ინჟინერია და სხვ.

ACM Digital Library - ბაზაში წარმოდგენილია ჟურნალები, საკონფერენციო მასალები, გაზეთები, ვებსაიტები და მულტიმედია ფაილები. აგრეთვე კომპიუტერული ლიტერატურის გზამკვლევები, და სხვა ციტირებულ ნაშრომები. ძირითადი მიმართულებაა საინფორმაციო ტექნოლოგიები, პროგრამული უზრუნველყოფა, მონაცემთა ანალიტიკა, ხელოვნური ინტელექტი, კიბერუსაფრთხოება.

IMechE Journals - ჟურნალების ძირითადი მიმართულებაა მექანიკური ინჟინერია და სხვადასხვა საინჟინრო მიმართულება, მათ შორისაა: აეროკოსმოსური, საზღვაო, ნანოინჟინერიის, სამედიცინო, მანქანათმშენებლობის და სხვა დარგები. მოიცავს 20-მდე რეფერირებად ჟურნალს.

The Company of Biologists' Journals - სამეცნიერო ბაზა წარმოდგენილია ჟურნალით - უჯრედული მეცნიერების და ექსპერიმენტული ბიოლოგიის სფეროების შესახებ.

European Respiratory Journal - კლინიკური და ექსპერიმენტული მედიცინის მიმართულება - წარმოდგენილია სტატიები ბიოლოგიური, ეპიდემიოლოგიური, იმუნოლოგიური, ონკოლოგიური და სხვ. მიმართულებებით.

Openedition Journals - ძირითადად ფრანგულენოვანი ჟურნალების ბაზაა ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების მიმართულებით. აბსტრაქტები მოცემულია სხვადასხვა ევროპულ ენებზე.

Как выбрать игровой автомат и играть на Вавада бесплатно. Вэлкомпак за активность, рейтинг лучших турниров. Программа лояльности, партнёрка, приложение для IOS и Android.

Что дает клиентам Вавада официальный Vavada casino. Как пройти регистрацию и вход, получить 100 фриспинов без депозита и выиграть машину. ТОП слотов, описание актуальных бонусов.