Loading Events

« All Events

ხელოვნური ინტელექტი ბიბლიოთეკებში

მაისი 1 @ 08:00 - 17:00

დათო თანანაშვილი

30 აპრილს, ბიბლიოთეკარის დღესთან დაკავშირებით, ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში განსაკუთრებულ სტუმრებს , ბიბლიოთეკარებს – ლექციით, ,,ციფრული წიგნიერება და ხელოვნური ინტელექტი ბიბლიოთეკებში“ ვუმასპინძლეთ.

შეხვედრას უძღვებოდა AI Learning Specialist, დავით თანანაშვილი, რომელმაც აღნიშნა, რომ ციფრული სამყარო უდიდეს შესაძლებლობებთან ერთად, უამრავ გამოწვევას გვთავაზობს. საუბრისას დიდი ყურადღება დაეთმო წიგნიერების მთავარი გიდების, ბიბლიოთეკარებისთვის ძიების სწორი ხერხების მიწოდებასა და ეთიკის ნორმების დაცვას AI-ს გამოყენებსას.  ამასთანავე, დაინტერესებულმა ბიბლიოთეკარებმა მიიღეს რეკომენდაციები, AI-ს ინტეგრაციის ფორმებზე საბიბლიოთეკო საქმეში, მათ შორის მკითხველებთან ურთიერთობაში.

როგორც დავით თანანაშვილმა აღნიშნა, მიუხედავად უდიდესი რესურსისა, ხელოვნური ინტელექტი ინსტრუმენტია ადამიანის ხელში და მის ჩანაცვლებას კი არა, დახმარებას ემსახურება.

ამასთანავე, შეხვედრაზე ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორმა, ნინო პავლიაშვილმა, მადლობის ნიშნად, სამეცნიერო ბიბლიოთეკის როგორც უხუცესი, ისე ყველაზე ახალბედა თანამშრომლები მადლობის სიგელებითა და სიმბოლური საჩუქრებით დააჯილდოვა.

თუ გსურთ დამატებით რეკომენდაციებს გაეცნოთ ხელოვნური ინტელექტის გამოყენების ფორმებზე ყოველდღიურ ცხოვრებაში, წაიკითხეთ ჩვენი ბლოგი – „მომავლის ეტიკეტი ანუ „მადლობა“ და “ნახვამდის“.