Loading Events

« All Events

  • This event has passed.

ესბ-ში საკონფერენციო დარბაზს ირაკლი ღარიბაშვილის სახელი დაერქვა

მაისი 19 @ 08:00 - 17:00

დარბაზი

ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში საკონფერენციო დარბაზს ბიბლიოთეკის ყოფილი დირექტორის, ფიზიკოს ირაკლი ღარიბაშვილის სახელი დაერქვა.

ამავე დარბაზში, 19 მაისს, ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის განვითარების ფონდმა, ღარიბაშვილის დაბადების დღესთან დაკავშირებით, კიდევ ერთი სტუდენტი დააჯილდოვა.

წლევანდელი ჯილდო გადაეცა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ფიზიკის მიმართულების საუკეთესო აკადემიური მოსწრების მქონე ბაკალავრის საფეხურის სტუდენტს, ნინო არჩვაძეს.

ირაკლი ღარიბაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ჯილდო 2023 წლიდან დაწესდა და ყოველწლიური ხასიათი აქვს.

დაჯილდოების ცერემონიალს ესწრებოდნენ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის თანამშრომლები და ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახის წევრები.

შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაიხსენეს მისი ღვაწლი, როგორც სამეცნიერო სფეროსა და ბიბლიოთეკის განვითარების საქმეში, ისე ქვეყნისა და საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების წინაშე.

 

Details