Loading Events

« All Events

„ქართულ-გერმანული ლიტერატურული და კულტურული ურთიერთობები: ისტორია და პერსპექტივები“

ივლისი 27 @ 08:00 - 17:00

header scaled

ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა 2026 წლის 5-6 ნოემბერს მასპინძლობს ყოველწლიურ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას, რომელიც  ეძღვნება საქართველოსა და გერმანულენოვან სამყაროს შორის არსებული მრავალმხრივი აკადემიური და კულტურული ურთიერთობების კვლევას, მათი ისტორიული განვითარების გააზრებასა და თანამედროვე სამეცნიერო პერსპექტივებს.

ღონისძიების მიზანია ქართულ-გერმანული კულტურული, ლიტერატურული და სამეცნიერო ურთიერთობების გაღრმავება, ახალი ინტერდისციპლინური მიდგომების განვითარება და საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის ხელშეწყობა.

კონფერენცის ლიტერატურის სექცია ატარებს ცნობილი ქართველი გერმანისტისა და მთარგმნელის, რევაზ (ბუბა) ყარალაშვილის სახელს, რითაც პატივს მიაგებს მის განსაკუთრებულ წვლილს ქართულ-გერმანული კულტურული და სამეცნიერო ურთიერთობების განვითარებაში.

წლევანდელი კონფერენცია ეძღვნება ორ გამოჩენილი მეცნიერს – ივანე ჯავახიშვილისა და ადოლფ ფონ ჰარნაკს. 2026 წელს აღინიშნება ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 150-ე და ადოლფ ფონ ჰარნაკის – 175-ე წელი. ორივე მეცნიერმა განსაკუთრებული კვალი დატოვა ქართულ-გერმანული ურთიერთობების  განვითარებაში.

კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ უნივერსიტეტებისა და სამეცნიეროკვლევითი დაწესებულებების აკადემიურ პერსონალს, დოქტორანტებს, ახალგაზრდა მეცნიერებს (მკვლევრებს, რომელთაც დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი მიენიჭა 2019 წლის შემდეგ).

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველები გაიავლიან  რეგისტრაციას და  გამოაგზავნიან თეზისებს. თეზისების შერჩევა მოხდება სამეცნიერო კომიტეტის მიერ. კონფერენციაში მონაწილეობისათვის აირჩევა მხოლოდ ის ნაშრომები, რომლებიც აკმაყოფილებს კონფერენციის თემატურ და აკადემიურ მოთხოვნებს. შერჩეული ავტორებისთვის კონფერენციაში მონაწილეობა ფასიანია. მონაწილეობის საფასური და გადახდის დეტალები  ავტორებს ეცნობებათ თეზისების დამტკიცების შემდეგ.

მომხსენებლებს შეექმნებათ პროფილი ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ციფრულ რეპოზიტორიუმში – openscience.ge.  აქვე განთავსდება კონფერენციის მასალები და მიენიჭებათ DOI იდენტიფიკატორი.

მნიშვნელოვანი თარიღები:

კონფერენცია: 2026 წლის 5–6 ნოემბერი

თეზისების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 21 სექტემბერი (ქართულ და ინგლისურ ენებზე სავალდებულოა) – სარეგისტრაციო ფორმა

შერჩეული თეზისების ავტორებს პასუხი  ელ-ფოსტაზე ეცნობებათ 2026  წლის 30 სექტემბერს

კონფერენციის სამუშაო ენები: ქართული, გერმანული, ინგლისური

მონაწილეობა: ფასიანია შერჩეული ავტორებისთვის

ფორმატი: ჰიბრიდული

ორგანიზატორი: ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა, ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის განვითარების ფონდი.

საკონტაქტო ინფორმაცია: ელ-ფოსტა cisia.p@sciencelib.ge, ტელ: 555 53 88 54