Loading Events

« All Events

  • This event has passed.

რაზე ოცნებობენ ანდროიდები

ნოემბერი 5 @ 08:00 - 17:00

Screenshot 2026 11 02 155341

10 ნოემბერს, ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში „რაზე ოცნებობენ ანდროიდები“ ბრუნდება.

ესბ-ის ტრადიციული გამოფენა მეცნიერების თვის ფარგლებში ტარდება და რობოტებს, ტექნოლოგიურ პროექტებს, ინოვაციურ გადაწყვეტილებებსა და თანამედროვე მექანიზმებს აერთიანებს. ექსპოზიცია 17:00 საათზე გაიხსნება და იმ დამთვალიერებელს ელოდება, ვისაც დრონები, ჰუმანოიდი ან საბრძოლო რობოტები, პროტოტიპები, სამეცნიერო და და ტექნოლოგიური სიახლეები ან შესაბამისი ვორქშოპები აინტერესებს.

„რაზე ოცნებობენ ანდროიდები“ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის საიუბილეო ღონისძიებების ციკლს გახსნის. გამოფენის მიმდინარეობისას, მკითხველად დარეგისტრირებულები მონაწილეობას მიიღებენ გათამაშებაში, რომელსაც ორი გამარჯვებული ეყოლება. ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის მისია მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მუდმივი მხარდაჭერაა. ჩვენ, 2006 წლიდან, უწყვეტად ვმუშაობთ მასალის შენახვაზე, აღწერასა და გაციფრულებაზე.