
- This event has passed.
ირაკლი ღარიბაშვილის სახელობის ჯილდო
მაისი 19

19 მაისს, ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორმა ქალბატონმა ნინო პავლიაშვილმა ჯილდო გადასცა ლუკა კეზუას, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ფიზიკის მიმართულების 2023-2024 სასწავლო წლის საუკეთესო აკადემიური მოსწრების მქონე ბაკალავრის საფეხურის სტუდენტს.
ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის განვითარების ფონდმა ირაკლი ღარიბაშვილის სახელობის ყოველწლიური ფულადი ჯილდო 2023 წელს დააწესა. ის ყოველწლიურად გადაეცემა ფიზიკის დარგში საუკეთესო აკადემიური მოსწრების მქონე წარჩინებულ ერთ სტუდენტს.
დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდნენ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის თანამშრომლები. მათ გაიხსენეს ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაწეული ფასდაუდებელი შრომა, როგორც სამეცნიერო სფეროსა და ბიბლიოთეკის განვითარების საქმეში, ისე მთელი ქვეყნისა და საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების წინაშე.