Skip to content Skip to footer

Events for სექტემბერი 21, 2023

ონლაინ ჟურნალის „მილენიუმის“ პრეზენტაცია ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

25 სექტემბერს, 19.00 საათზე  ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში გაიმართება საერთაშორისო ახალგაზრდული ორენოვანი სამეცნიერო რეფერირებადი ონლაინ ჟურნალის „მილენიუმის“ პირველი ნომრის პრეზენტაცია.   ჟურნალის პირველი ნომერი 2023 წელს გამოქვეყნდა, რომელშიც ახალგაზრდა მეცნიერთა 12 სტატია არის შესული საქართველოდან და ევროპის ქვეყნებიდან. ჟურნალი ინტერდისციპლინური კვლევებისთვის არის განკუთვნილი და მოიცავს ისეთ დისციპლინებს, როგორიცაა: ენათმეცნიერება, ლიტერატურათმცოდნეობა, არქეოლოგია, პოლიტოლოგია, თარგმანმცოდნეობა, სოციოლოგია. დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://adh.ge/millennium-presentation-ge/ ჟურნალ "მილენიუმის" ელექტრონული ვერსია უახლოეს პერიოდში განთავსდება ჩვენს პლატფორმაზე openjournals.ge. შეგახსენებთ, რომ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა ყოველთვის მზადაა უმასპინძლოს თქვენი ჟურნალების ახალი ნომრების პრეზენტაციებს. ღონისძიების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით,  შეავსეთ ელექტრონული ფორმა: https://shorturl.at/pU789

სკოლებს შორის კონკურსი – „კრეატიული აზროვნება და ინოვაციური იდეების მოფიქრება“.

1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში ჩატარდა სკოლებს…

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის საგამოფენო სივრცეში გაიხსნა…

openbiblio ტრენინგი

ეროვნულმა სამეცნიერო ბიბლიოთეკამ 1 ივნისს სკოლებს შორის ინოვაციური და კრეატიული იდეების კონკურსის…

სამეცნიერო ელექტრონული მონაცემთა ბაზებით დისტანციურად წვდომის პლატფორმის RemoteXs -ის პრეზენტაცია

ეროვნულმა სამეცნიერო ბიბლიოთეკამ   მეცნიერებს, მკვლევრებს, აკადემიურ პერსონალსა და სტუდენტებს წარუდგინა სამეცნიერო ელექტრონული…