- This event has passed.
CIBERIADA 2.6 – რობოტების და ტექნოლოგიების გამოფენა ესბ-ში
ივნისი 3 @ 08:00 - 17:00

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, რობოტებისა და ტექნოლოგიების გამოფენა, CIBERIADA 2.6 გაიმართა.
1-ელი ივნისის საზაფხულო, ტექნოლოგიურ თავგადასავალში მონაწილეობას იღებდნენ: ვეკუას სკოლა, ევროპული სკოლა, „ჯეოლაბი“ „რობოკოდერი“, სკოლა ახალი თაობა • „ნიუჯი“, კომაროვის სკოლა, IT აკადემია STEP, UG სკოლა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, 55-ე საჯარო სკოლა, წმინდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლა, ლექსო გიორგაშვილი და ზაქარია მაზნიაშვილი, არჩილ ოთხმეზური.
გამოფენა 15:00-დან -18:00-მდე სტუმრობდნენ, როგორც ბავშვები და მშობლები, ისე სტუდენტები, სასკოლო ჯგუფები და სხვა დაინტერესებული პირები.
სტუმრებმა საქართველოში წარმოებული რობოტები და ტექნოლოგიურ სიახლეები დაათვალიერეს, მონაწილეთა პრეზენტაციებს მოუსმინეს, ბოლოს კი, ესბ-ის მოზაიკიან დარბაზში, თვითმფრინავების მინი მოდელების ფრენის წარმოდგენასაც დაესწრნენ.
ესბ უწყვეტად მუშაობს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების პოპულარიზაციისთვის, Cyberiada კი მომავალ წლამდე გემშვიდობებათ.
