- This event has passed.
კონფერენცია: “ბიოტექნოლოგია – მომავლის მეცნიერება“
ივლისი 13 @ 08:00 - 17:00

ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის 20 წლის საიუბილეო თარიღის აღსანიშნავი ღონისძიებების ფარგლებში, სტუდენტებსა და ახალგაზრდა მეცნიერებს გიწვევთ, კონფერენციაში – „ბიოტექნოლოგია-მომავლის მეცნიერება“ მონაწილეობის მისაღებად.
მონაწილეებს შეძლებენ, წარმოადგინონ საკუთარი ნაშრომები, გაეცნონ ერთმანეთის გამოცდილებას, გააზიარონ სიახლეები ბიოტექნოლოგიაში, ასევე, გაჩნდება თანამშრომლობისა და ერთობლივი კვლევის პერსპექტივა.
სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობის უფლება აქვთ აკრედიტირებული სასწავლებლების ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სტუდენტებს, ახალგაზრდა მეცნიერებს (დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი მიენიჭა 2019 წლის შემდეგ).
- კონფერენციის თემატიკა მოიცავს ბიოტექნოლოგიისა და გენური ინჟინერიის თანამედროვე მეთოდებს, მათ გამოყენებას მედიცინასა და ფარმაკოლოგიაში, აგრარულ და ეკოლოგიურ ბიოტექნოლოგიებს, გარემოზე კლიმატის ცვლილების გავლენის შემცირების გზებს, ციფრული ტექნოლოგიების როლს ბიოლოგიურ კვლევებში, ასევე დარგის განვითარებასთან დაკავშირებულ ბიოეთიკურ და სამართლებრივ საკითხებს.
- მოხსენებაში წარმომადგენილი უნდა იყოს მონაწილის კვლევა და კვლევის შედეგები.
- მონაწილეობა ხდება ინდივიდუალურად, თუმცა რეფერატს შეიძლება ჰყავდეს რამდენიმე თანაავტორი.
აბსტრაქტის წარდგენის წესი:
აბსრტაქტის მოცულობა – არაუმეტეს 300 სიტყვა ქართულად, შრიფტი Sylfaen; ზომა 11; ინტერვალი 1.15. აბსტრაქტი წარმოდგენილი უნდა იყოს ინგლისურ ენაზეც.
- კომპეტენტური ჟიურის მიერ მოხდება ნაშრომების გადარჩევა, საუკეთესო ნაშრომები შეირჩევა ზეპირი მოხსენებისთვის, ნაწილი ნაშრომებისა შერჩეული იქნება პოსტერული მოხსენებისთვის, დეტალები დამატებით გეცნობებათ მეილზე.
- საკონფერენციო ნაშრომისა და ზეპირი პრეზენტაციის შეფასების კრიტერიუმებია:
ა) თემის აქტუალობის წარმოჩენა;
ბ) მიღებული შედეგების ინტერპრეტირება და დასაბუთება;
გ) ნაშრომის აკადემიური და ტექნიკური შეფასება (მათ შორის, დაცულია თუ არა ციტირების, მონაცემთა ანალიზის წესები).
- კონფერენციის მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ 10-15 წუთიანი მოხსენებები, ზეპირი გამოსვლის სახით (შესაძლებელი იქნება Power Point-ის გამოყენება) ან პოსტერული მოხსენება
- კონფერენციის თარიღებია:
- რეგისტრაციის და აბსტრაქტების გამოგზავნის ვადა- არაუგვიანეს 20 ოქტომბრისა ელ-ფოსტაზე- conference@sciencelib.ge
- ჟიურის მიერ ნაშრომების შეფასების ვადა – 27 ოქტომბერი, შედეგები გეცნობებათ ელ-ფოსტაზე.
- პრეზენტაციის გამოგზავნის ვადა – 2 ნოემბერი 18:00სთ
- კონფერენციის პროგრამა გადმოგეგზავნებათ 3 ნოემბერს.
- კონფერენცია ჩატარდება 4 ნოემბერს.
- ზეპირი მომხსენებლების რეფერატები აიკინძება და ელექტრონულად დაიდება openjournals.ge-ზე.
- კომპეტენტური ჟიურის მიერ შერჩეული 3 ნაშრომი გამოქვეყნდება openscience.ge, რომელიც ინტეგრირებულია ღია მეცნიერების ღრუბელში (EOSC).
